თელავის სახელმწიფო უნივერაიტეტს გერმანიის ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
ბიზნესის ადმინისტრირების პროფესორი - ქრისტიან ბრაუვაილერი, სამეცნიერო მკვლევარი და დოქტორანტი - სტეფან ნოაკი და ბიზნესის ადმინისტრირების სამეცნიერო ასისტენტი სტუდენტი აიდინა კენგესოვა უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და ამავე ფაკულტეტის მაგისტრებსა და დოქტორანტებს შეხვდნენ.
სტუმრებმა ცვიკაუს უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს და თესაუსთან სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს.
გერმანელმა სტუმრებმა მოინახულეს თესაუს ღვინის მარანი და უნივერსიტეტის პარტნიორი ღვინის საწარმო „შუხმანი“.