თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჩეხეთში გამართულ უმაღლესი ლიგის ტურნირზე კრივში, გამარჯვება მოიპოვა.
ღარიბაშვილმა ჩეხი მოწინააღმდეგე, დუსან დედეკი, მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ეს ქართველი სტუდენტის დებიუტია უმაღლეს ლიგაში.
მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე მნიშვნელოვან ტურნირზე წარმატებით იასპარეზა და გამარჯვება მოიპოვა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ჩეხეთში მობილობის პროგრამით იმყოფება და პარალელურად, კრივის ჩეხურ კლუბში ვარჯიშობს.