იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები ახალგაზრდულ ბანაკში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ქუთაისში, თემატურ ახალგაზრდულ ბანაკში იმყოფებოდნენ.

ბანაკი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე მოეწყო.

ბანაკის მიზანი არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით, ახალგაზრდების პიროვნული და სოციალური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის, პოზიტიური ღირებულებებისა და სოციალური პასუხისმგებლობების პოპულარიზაცია იყო.

სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სპორტულ, გასართობ, შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში, დაესწრნენ სხვადასხვა თემატიკაზე მოწყობილ ტრენინგს.

ბანაკის მონაწილეებმა საექსკურსიო მოგზაურობის ფარგლებში, დაათვალიერეს სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი.

სტუდენტების დასწრება ახალგაზრდულ ბანაკში სსიპ ახალგაზრდობის სააგენტომ ,,ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში უზრუნველყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 267