თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული დოქტორი პაატა კუნჭულია პოლონეთის ბიზნესის უმაღლეს სკოლას ესტუმრა.
პაატა კუნჭულია ბიზნესის უმაღლესი სკოლის თანამშრომლებსა და ამერიკის, პორტუგალიის, ბელგიის, ნამიბიის, ბულგარეთისა და თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მიწვეულ პროფესორებს შეხვდა.
კუნჭულიამ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა და უცხოელ კოლეგებთან იმ საგანმანათლებლო პროგრამებზე ისაუბრა, რომლებიც თესაუში ხორციელდება.
საუბარი შეეხო ასევე სწავლების მეთოდებს, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს.
შეხვედრებზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან შემდგომი თანამშრომლობისა და მემორანდუმის გაფორმების სურვილი გამოითქვა.