იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესპანეთის ქალაქ ხაენის უნივერსიტეტის პროფესორი, რობერტო გარსია ეწვია.
პროფესორი სტუდენტებს, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის უფროსს თამარ ასლანიშვილს, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს ლევან შავაძესა და ფაკულტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.
სტუმარმა სტუდენტებს წარუდგინა პრეზენტაცია ხაენის უნივერსიტეტისა და იქ მიმდინარე სწავლების შესახებ, უნივერსიტეტის თანამშრომლებს კი, ესპანეთში ზეითუნის ზეთის მდგრადი წარმოების შესახებ უამბო.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივი საქმიანობის პერსპექტივებზე.