გაეროს ბავშვთა ფონდი , საფრანგეთის საელჩოს მხარდაჭერით, ბავშვის უფლებების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირების პროცესს ახორციელებს.
სამუშაო შეხვედრას თესაუს წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად ესწრებოდნენ.
პარტნიორმა უნივერსიტეტებმა ბავშვთა უფლებების მაგისტრატურის პროგრამა და სილაბუსი წარმადგინეს, მასში საბოლოო ცვლილებები შეიტანეს და სააკრედიტაციო განაცხადისათვის მოამზადეს.