იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ონლაინ- კონფერენცია ტაშკენტის აგრარულ უნივერსიტეტთან

უზბეკეთის რესპუბლიკის ქალაქ ტაშკენტის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს ონლაინ პრეზენტაცია "თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დღეს" თესაუს სტუდენტმა ნანა გიორგელაშვილმა წარუდგინა.

სასურსათო ტექნოლოგიის III კურსის სტუდენტმა ონლაინ- შეხვედრის მონაწილეებს გააცნო თესაუში მოქმედი საგანმანათლებლო პროგრამები და ის ნაბიჯები, რაც იდგმება სწავლების გაუმჯობესებისათვის.

სტუდენტებმა ორმხრივად გამოთქვეს თანამშრომლობისა და აკადემიური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების სურვილი.

ონლაინ- შეხვედრის ინიციატორი და ორგანიზატორი იყო სასურსათო ტექნოლოგიების დოქტორი ლალი ელანიძე.

შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ თესაუს აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, ლევან შავაძე, ტაშკენტის უნივერსიტეტის მეხილეობისა და მევენახეობის კათედრის ლექტორი შოირა ვალიევა და ასოცირებული პროფესორი ნარგიზა ნარკაბულოვა.

 
მნახველთა რაოდენობა: 388