თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში არქეოლოგის, მოწვეული ლექტორის გიორგი მწყერაძის წიგნის "კურდღელაური" პრეზენტაცია გაიმართა.
ნაშრომი სოფელ კურდღელაურის ისტორიას მიეძღვნა.
ავტორის ცნობით, წიგნში შეკრებილია ისტორიული ცნობები სოფლის შესახებ, განხილილია ტოპონიმები ქრონოლოგიური თანმიმდევრობით წარმოდგენილია არქეოლოგიური ძეგლები და არტეფაქტები, ასევე საერო და სასულიერო ხუროთმოძღვრული ძეგლები.
ნაშრომში ჩანს კურდღელაურის ტერიტორიაზე საზოგადოების განვითარების ჯაჭვი ძვ.წ.II -l ათასწლეულების მიჯნიდან, შუა საუკუნეების ჩათვლით.
წიგნის თანახმად, მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლევარს სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩენილმა სამარხმა და ასევე ჭურჭელში ნანახმა სამკურნალო მცენარეთა მტვრის ნაშთებმა მიაწოდა.
წიგნის პრეზენტაციას თესაუს პროფესორ- მასწავლებლები, თელავის ისტორიული მუზეუმის თანამშრომლები და სოფელ კურდღელაურის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზენტაციას ორგანიზება თესაუს კავკასიის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა თენგიზ სიმაშვილმა გაუწია.