იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს წარმომადგენლები ტუშას უნივერსიტეტში

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

პროფესორი თენგიზ სიმაშვილი, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი სალომე თათულიშვილი და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ კუკუნაშვილი საერთაშორისო კვირეულში Erasmus+ პროგრამის ფარგლებში მონაწილეობდნენ.

კვირეულის ფარგლებში, თესაუს დელეგაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში „ქალები უძღვებიან თავიანთ საქმიანობას: ქალები, პატივისცემა, თანასწორობა.”

დელეგაციის წევრები ასევე შეხვდნენ თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებიც Erasmus+ მობილობის ფარგლებში, ტუშას უნივერსიტეტში სწავლობენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 625