თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ერასმუს+ პროექტის PRODIGE- ს ფარგლებში მადრიდის დისტანციური განათლების ეროვნულ უნივერსიტეტს ესტუმრნენ.
ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის კოორდინატორმა, ერასმუს+ პროექტის PRODIGE ინსტიტუციურმა კოორდინატორმა მაკა კოჭაურმა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანა გიგაურმა დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა, გაეცნენ ციფრული განათლების მეთოდოლოგიას, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემებს, მოინახულეს სტუდენტური სერვის-ცენტრები და შეისწავლეს საგამოცდო ცენტრების მუშაობის მექანიზმები.
სამუშაო შეხვედრები ერასმუს+ პროექტის PRODIGE „მაღალ ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში განზორციელდა.
პროექტის მიზანს საქართველოში უმაღლესი განათლების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს.
პროექტი PRODIGE ასევე მიზნად ისახავს საქართველოს განათლების სისტემის მოდერნიზაციას და დიგიტალიზაციას. შესაბამისად, ის მოიაზრებს ციფრული განათლების მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნას და უნივერსიტეტის პერსონალის გადამზადებას პროექტი 2024 წლის დეკემბერში დაიწყო და ევროპის მენეჯმენტის განვითარების ფონდის კოორდინირებით, 3 წლის განმავლობაში გაგრძელდება.