თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ერასმუს+ პროექტის 3E-პარტნიორობის ფარგლებში, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება გახსნა პროექტის ინსტიტუციურმა კოორდინატორმა მაკა კოჭაურმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას ენერგოეფექტურობის მიმართულებით პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები გააცნო და ამავე პროექტის საშუალებით, უნივერსიტეტში შექმნილ ენერგო ლაბორატორიაზე ისაუბრა.
გარემოს დაცვის დღეს მოხსენება მიუძღვნა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ნათია ბაღათრიშვილმა, რომელმაც მონაწილეებს მდგრადი განვითარების მიზნები ბუნებისმეტყველების სწავლების პროცესში მდგრადი განვითარების მიზნები გააცნო.
მომხსენებელმა, სტუდენტებთან ერთად, ალტერნატიული ენერგიის წყაროების შესახებ STEM მოდელი წარადგინა.
ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის I კურსის სტუდენტმა ლიკა თანდილაშვილმა, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორის მაგდა დავითაშვილისა და ასოცირებული პროფესორის ნანა ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით, წარადგინა პრეზენტაცია ენერგიის განახლებადი წყაროების და ენერგოეფექტურობის შესახებ.
ღონისძიება გამწვანების აქციით დასრულდა. თესაუს სტუდენტებმა და პროფესორებმა უნივერსიტეტის სადემონსტრაციო ნაკვეთში ზეთის ხილის რამდენიმე ხე დარგეს.
გარემოს დაცვის დღე ერასმუს+ პროექტის 3E-პარტნიორობის ფარგლებში, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მხარდაჭერით მბოეწყო.
გარემოს დაცვის დღე მსოფლიოში 1973 წლიდან აღინიშნება.