იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს სტუდენტებმა შემეცნებითი ტური მოაწყვეს

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები, შემეცნებითი ტურის ფარგლებში, ლიტერატურის მუზეუმში მუზეუმის ისტორიას, ფონდებს, უნიკალურ წიგნებს, ხელნაწერების მულაჟებსა და რესტავრაციის პროცესს გაეცნენ.

ამავე ტურში, სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდი, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები და ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერეს.

სტუდენტებმა ასევე მოინახულეს თბილისის ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, ანჩისხატის ტაძარი, სიონის საკათედრო ტაძარი, აბო თბილელისა და მეტეხის ეკლესიები.

შემეცნებითი ტური თესაუს მოწვეული პედაგოგის თამარ ღურწკაიას ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მოეწყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 575