თესაუს ფოლკლორულმა ანსამბლმა, რომელშიც სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები არიან გაერთიანებული, ციხე-ქალაქი კვეტერა მოინახულა.
ისტორიულ- ეთნოგრაფიული აქტივობის ფარგლებში, ფოლკლორულ ანსამბლს ისტორიის სპეციალობის სტუდენტებიც შეუერთდნენ.
ახალგაზრდებმა კვეტერას კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი შიდა და გარე ციხე, სასახლისა და დარბაზული ეკლესიის ნაშთები და გუმბათოვანი ეკლესია დაათვალიერეს.
ასევე მიმოიხილეს ძეგლის ისტორია და შეასრულეს საეკლესიო საგალობლები.
თესაუს ფოლკლორულ ანსამბლს ლოტბარი გოჩა ბიძინაშვილი ხელმძღვანელობს.