იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სამაგისტრო ნაშრომების დაცვა

თესაუს აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე მევენახეობა- და მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომების დაცვა შედგა.

სტუდენტმა მარიამ ბეჟუაშვილმა წარადგინა თემა: ,,საფუარის გავლენა საფერავის ღვინის ქიმიურ, ორგოლეპტიკურ და ანტიოქსიდანტურ თვისებებზე“ ხელმძღვანელები: პროფესორი ნინო ვეფხიშვილი და ასოცირებული პროფესორი ირა შილდელაშვილი.

სტუდენტმა ია ესიტაშვილმა წარდაგინა თემა: ,,ანტოციანების გამოკვლევა ახაშნის და ქინძმარაულის ნახევრად ტკბილ ღვინოებში.“

ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი თეა ხოსიტაშვილი და ასოცირებული პროფესორი ლალი ელანიძე.

სამაგისტრო ნაშრომები წარადგინეს ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრანტებმაც.

სტუდენტმა გაგა გარგელიძემ წარადგინა თემა: ,,ნიადაგის მიკრობიოცენოზის როლი კახეთის რეგიონში მუნიციპალური მყარი ნარჩენების ორგანული კომპონენტის კომპოსტირებაში.“ ხელმძღვანელები: პროფესორი მაგდა დავითაშვილი და ასისტენტ პროფესორი დარეჯან მარგალიტაშვილი.

სტუდენტმა ცისია კოლოტაძემ წარადგინა თემა: ,,ალაზანი-იორის აუზის ჰიდროლოგიური მონიტორინგისა და სარწყავი სისტემის შეფასება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პრობლემის მიტიგაციისათვის“ ხელმძღვანელები: პროფესორი მაგდა დავითაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნანა ბერძენიშვილი

სტუდენტმა მარიამ ახალმოსულიშვილმა წარადგინა თემა: ,,ნიადაგის ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლების გავლენა აგროეკოსისტემებზე კლიმატის ცვლილების ფონზე.“ ხელმძღვანელები: პროფესორი თამარ ნადირაძე და პროფესორი მანანა კევლიშვილი.

 
მნახველთა რაოდენობა: 216
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.