იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს პროფესორები DECEP-ის სამუშაო შეხვედრაზე

24 და 25 თებერვალს თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩატარდა ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „საქართველოს უნივერსიტეტებში ადრეული ბავშვობის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება“ (Development of Early Childhood Educational Programs in Georgian Universities - DECEP) პირველი სამუშაო შეხვედრა.

შეხვერდას თესაუს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ნინო მოდებაძე , პროფესორები ნინო ნახუცრიშვილი და შორენა ძამუკაშვილი ესწრებოდნენ.

სამუშაო პროცესში ასევე მონაწილეობა მიიღეს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე განხილულ იქნა ადრეული განათლების თვალსაზრისით საქართველოს უნივერსიტეტების საჭიროებები და საგანმანათლებლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში არსებული გამოწვევები, პროექტის განხორციელების ეტაპები და საშუალებები. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და შეხვედრები.

პროექტი მიზნად ისახავს ადრეული განათლების საბაკალავრო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. პროექტის ამოცანებია საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თანამედროვე სასწავლო მასალისა და ღია წვდომის მრავალფეროვანი დიგიტალური რესურსებისა და საუნივერსიტეტო ქსელის შექმნა, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება და ადრეული განათლების თვალსაზრისით ცნობიერების ამაღლება.

პროექტის კოორდინატორია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი. პროექტი ხორციელდება პარტნიორი უნივერსიტეტების მხარდაჭერითა და მონაწილეობით: იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა). პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

 
მნახველთა რაოდენობა: 60