იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
ღვაწლმოსილი პროფესორების იუბილე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებს ზაურ გუმაშვილსა და თეიმურაზ ახალმოსულიშვილს 70 წელი შეუსრულდათ.

უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ დამსახურებულ პროფესორებს იუბილე მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.

შეხვედრაზე ზაურ გუმაშვილისა და თეიმურაზ ახალმოსულიშვილის ღვაწლზე ისაუბრეს კოლეგებმა, მეგობრებმა, სტუდენტებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგებლებმა და მოწვეულმა სტუმრებმა, მათ შორის, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ და კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ბიძინა სონღულაშვილმა.

საიუბილეო საღამოს უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი თამარ ღურწკაია უძღვებოდა, რომელიც სხვადასხვა დროს, იუბილარ პროფესორებს ასისტენტობას უწევდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 681