იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს სტუდენტებმა აგრო და მწვანე სტიპენდიები მოიპოვეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აგრო და მწვანე სტიპენდიებით დაჯილდოვდნენ.

მწვანე სტიპენდიის მფლობელები არიან აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ეკოლოგიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები ლიკა თანდილაშვილი და ნინო ბაზერაშვილი.

აგროსტიპენდიით დაჯილდოვდნენ მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი მარიამ ბეჟუაშვილი და სასურსათო ტექნოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სოფიკო თამაზაშვილი და პატრისია მიქელაშვილი.

დაჯილდოების ცერემონიას უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა და აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი ლევან შავაძე ესწრებოდნენ.

სტიპენდიები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დააწესა.

 
მნახველთა რაოდენობა: 42
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.