იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, თეიმურაზ ვახტანგიშვილის მემორიალური დაფა მის საცხოვრებელ სახლზე საზეიმოდ გაიხსნა.

ღვაწლმოსილი პედაგოგის, ისტორიკოსის, მკვლევარის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ, პროფესორის ოჯახის წევრებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

მემორიალური დაფა, თეიმურაზ ვახტანგიშვილის სახლზე, საზოგადოება "ჩვენი თელავის" ინიციატივით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით განთავსდა.

მემორიალური დაფის გახსნა გარდაცვლილი პროფესორის 85- ე წლისთავს მიეძღვნა.

თეიმურაზ ვახტანგიშვილი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა, აღზარდა რამდენიმე თაობის ისტორიკოსი, იყო 50- ზე მეტი კვლევის, ნაშრომის, მონოგრაფიისა და წიგნის ავტორი.

 
მნახველთა რაოდენობა: 26