იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
მეცნიერ ქალთა დღე თესაუში

მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა შეხვედრა "მეცნიერი ქალები სხვა რაკურსით".

თამარ თამარაშვილი, ნინო მოდებაძე, შორენა ძამუკაშვილი, ია ჯიმშიტაშვილი, ია ჩაქიაშვილი, მანანა ღარიბაშვილი და ლალი ელანიძე საზოგადოებამ სრულიად ახალი, შემოქმედებითი კუთხით გაიცნო.

მეცნიერმა ქალებმა საკუთარი ხელით დაწერილი ხატები, ნაქარგები, ლექსები, თარგმანები წარმოადგინეს, რაც საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო.

ღონისძიება თესაუს რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილის ორგანიზებით, " ჰორიზონტი ევროპას" საგრანტო სამეცნიერო ოფისში შედგა.

2015 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც 11 თებერვალი „მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღედ“ გამოცხადდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 10