საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორმა, გიორგი ჯაფოშვილმა.თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სემინარი ჩაატარა.
პროფესორმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტის „ვაშლოვანის ეროვნული პარკის სიფრიფანაფრთიანების ბიომრავალფეროვნება“შესახებ პროექტითა და ბოლო წლებში დაცულ ტერიტორიებზე წარმოებული სიფრიფანაფრთიანების კვლევის შედეგები წარადგინა.
კვლევის ავტორმა საკუთარი შრომის შედეგები აგრარულ, საბუმებიეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის წარმომადგენლებს გააცნო.
გიორგი ჯაფოშვილი უხერხემლოთა კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ენტომოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტია.








