იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
საკოორდინაციო შეხვედრა PROVE პროექტის ფარგლებში

2026 წლის 13 თებერვალს PROVE პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების მონაწილეობით ონლაინ საკოორდინაციო კონსორციუმის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა ფლორინაში (საბერძნეთი) დაგეგმილი სასწავლო ვიზიტის მოსამზადებელ საკითხებს მიეძღვნა.

მონაწილეებმა ფლორინაში დაგეგმილი ვიზიტის საბოლოო დღის წესრიგი განიხილეს.

ყურადღება დაეთმო ასევე, გარკვეული დოკუმენტების მომზადების ვადებსა და პარტნიორი ინსტიტუციების პასუხისმგებლობებს.

შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო პროექტის ფარგლებში უკვე შემუშავებული სასწავლო კურსების პილოტირების ვადები და განხორციელების პროცესი.

პარტნიორებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია თავიანთ უნივერსიტეტებში კურსების პილოტირების მდგომარეობაზე ინფორმაცია გაუზიარეს და შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე დასავლეთ მაკედონიის უნივერსიტეტის (UoWM) წარმომადგენლებმა პარტნიორებს მიაწოდეს პრაქტიკული ინფორმაცია ფლორინაში დაგეგმილი ვიზიტის ორგანიზაციულ და ლოგისტიკურ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 14
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.