იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეორე ვებინარი GastroTour პროექტის ფარგლებში

23 აპრილს GastroTour პროექტის სამუშაო პაკეტი 3-ის (WP3) ფარგლებში ორგანიზებული ვებინარების სერიის მეორე სესია გაიმართა.

ვებინარზე, რომელშიც პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, მთავარი თემა იყო „მიკროკვალიფიკაციების საუკეთესო პრაქტიკები – მნიშვნელობა GastroTour პროექტისთვის.“

ვებინარი გაიხსნა მისასალმებელი სიტყვით, რის შემდეგაც ესპანეთის როვირა ი ვირჯილის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა, სალვადორ ანტონ კლავემ წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მიკროკვალიფიკაციების ინსტიტუციური სტრატეგიების შემუშავება და პილოტირება: EnoTour პროექტის მაგალითი“.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილდა პრაქტიკულ მიდგომებსა და გამოცდილებაზე.

მოხსენება თემაზე "მიკროკვალიფიკაციების პოლიტიკა და სტრატეგია სამხრეთ აფრიკაში“, სამხრეთ აფრიკის კვალიფიკაციების სააგენტოს წარმომადგენლებმა, დოქტორმა მაკაპა მაკაფოლამ და თატო რამფისამ წარადგინეს.

თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა წარადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მიკროკვალიფიკაციების ეკოსისტემა საქართველოში: შესაძლებლობები და გამოწვევები“, სადაც განხილული იყო არსებული მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.

ვებინარი დასრულდა ინტერაქტიული დისკუსიით, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა გააზიარეს მოსაზრებები და შეაჯამეს ძირითადი მიგნებები.

 
მნახველთა რაოდენობა: 9