იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
შეხვედრა სტუდენტებთან PROVE-ის პროექტის ფარგლებში.

2026 წლის 24 აპრილს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში PROVE პროექტის ფარგლებში, სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა სტუდენტების მომზადებას კავკასიის უნივერსიტეტში დაგეგმილი Community Action Plan-ის შეხვედრისთვის, რომელიც 2026 წლის 10–13 მაისსაა დაგეგმილი.

შეხვედრა გახსნა პროექტის კოორდინატორმა თამარ ასლანიშვილმა, რომელმაც წარმოადგინა მომავალი შეხვედრის დღის წესრიგი და ისაუბრა პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებულ აქტივობებზე.

მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სტუდენტთა აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე, განმარტა community action-ების არსი და სტუდენტების როლი, რაც სხვადასხვა პარტნიორი უნივერსიტეტის სტუდენტებთან თანამშრომლობას გულისხმობს.

პროექტის გუნდის წევრმა ნინო მოდებაძემ მონაწილეებს გააცნო VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგია, რომელიც გამოყენებული იქნება დაგეგმილი შეხვედრის ფარგლებში.

შეხვედრის მიმდინარეობისას ასევე განიხილეს ვიზიტთან დაკავშირებული ორგანიზაციული და პრაქტიკული საკითხები.

სტუდენტების შერჩევა განხორციელდა მეექვსე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე.

ჯგუფი აერთიანებს ყველა პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, სადაც თითოეული ინსტიტუცია შესაბამისი წევრითაა წარმოდგენილი.

შერჩეული ხუთი სტუდენტი წარმოადგენს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს.

 
მნახველთა რაოდენობა: 279
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.