იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ღია კარის დღე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

შეხვედრას კახეთის რეგიონის რვა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების უფროსკლასელები და დაინტერესებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ.

აბიტურიენტებს უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მიესალმა, რომელმაც რეგიონის ახალგაზრდობის ცხოვრებაში უნივერსიტეტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა პლატონ კალმახელიძემ, რომელმაც განსაკუთრებული ყურადღება განათლების მიმართულებით რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ახალგაზრდობისათვის შექმნილ შესაძლებლობებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა.

შეხვედრაზე უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტების დეკანებმა, ლევან შავაძემ, თამარ თამარაშვილმა და ნინო მოდებაძემ აბიტურიენტებს დეტალურად გააცნეს ახალი სასწავლო პროგრამები, სწავლების სპეციფიკა და პროფესიული განვითარების პერსპექტივები.

მომავალ სტუდენტებს გამოცდილება გაუზიარა უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტმა, მიშიკო პაპაშვილმა.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა წარადგინა გაცვლითი პროგრამები, საერთაშორისო პარტნიორობები და ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც სტუდენტებს საზღვარგარეთ სწავლისა და გამოცდილების მიღების კუთხით ეძლევათ.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღია კარის დღის დასასრულს, აბიტურიენტებმა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს

 
მნახველთა რაოდენობა: 17
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.