იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
"ჩემი მწვანე ოცნება"-მოსწავლეთა კონფერენცია თელავის სახელმწიფო

კონფერენციაში კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით, ინოვაციური იდეები და პროექტები წარმოადგინეს.

კონფერენციამ ოთხ სექციად იმუშავა და ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა.

ღონისძიება მოსწავლეებისა და მათი ხელმძღვანელი პედაგოგებისათვის სერთიფიკატების გადაცემით დასრულდა.

კონფერენცია იაკობ გოგებაშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, თელავის V საჯარო სკოლისა და მისი დირექტორის, ლია ლეშკაშელის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელდა.

ღონისძიებას სამეცნიერო ხელმძღვანელობა განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა ანა გიგაურმა და ნათია ბაღათრიშვილმა გაუწიეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 35
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.