16 აპრილს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ETHICS-ის (Research Integrity and Ethics in Georgian Universities) ონლაინ მენეჯმენტ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში პროექტში ჩართული ქართული პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მიზანი პროექტის მიმდინარეობის შეფასება, განხორციელებული აქტივობების განხილვა და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვა იყო.
მონაწილეებმა პროექტის დისემინაციის აქტივობები განიხილეს, რომლებიც პროექტის შედეგების ფართო გავრცელებას, კვლევითი ეთიკისა და აკადემიური კეთილსინდისიერების საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
განსაკუთრებული ყურადღება მონიტორინგის ვიზიტების დაგეგმვას დაეთმო, რომლებიც გარე შემფასებლის მონაწილეობით განხორციელდება და პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგების შეფასებასა და პროექტის მიზნების ეფექტიანად შესრულებას შეუწყობს ხელს.
პარტნიორებმა ასევე განიხილეს პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელებული აქტივობები, მიმდინარე სამუშაოები და მომდევნო პერიოდში დაგეგმილი ღონისძიებები.
შეხვედრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო დასკვნითი დისემინაციის კონფერენციის ორგანიზება, რომელიც პროექტის შედეგების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენასა და პროექტის მიღწევების გაზიარებას დაეთმობა.
მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელის (ENAI – European Network for Academic Integrity) კონფერენციის შესახებ, მათ შორის კონფერენციაში მონაწილეობის, რეგისტრაციისა და საორგანიზაციო საკითხებზე.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ETHICS პროექტის მონაწილეები, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს მიმდინარე და სამომავლო აქტივობების დაგეგმვასა და განხილვაში.

