ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრის წარმომადგენლები თესაუს სტუდენტებს შეხვდნენ.
შეხვედრის დასაწყისში, სტუმრებსა და სტუდენტურ აუდიტორიას, უნივერსიტეტის რექტორი შალვა ჭკადუა მიესალმა და დემოკრატიულ პროცესებში საგანმანათლებლო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ჟან მონეს ცენტრის გუნდის წევრმა პროფესორებმა , ირინე ქურდაძემ (პროექტის ავტორი და კოორდინატორი),
მალხაზ მაცაბერიძემ და მარიამ გერსამიამ, თესაუს მათ მიერ შემუშავებული, „ევროკავშირი 101 – მოდულური სასწავლო კურსის"ფარგლებში, თესაუს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს ევროპული პოლიტიკური კონსტრუქციის საფუძვლები და შესაბამისი სტანდარტები გააცნეს.
შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
ჟან მონეს ბრწყინვალების ცენტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია ფუნქციონირებს.
ცენტრის მთავარი მიზანი იმ აუდიტორიის ცნობიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებაა, რომელსაც მანამდე, ევროკავშირის პოლიტიკის შემსწავლელ პროგრამებზე წვდომა არ ჰქონია.









