იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თესაუში ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის ერასმუს + ENRICHER-HUBs პროექტის ფარგლებში თემატური ვორქშოფების პირველი სერია გაიმართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2026 წლის 16-23 აპრილს ერასმუს + ENRICHER-HUBs პროექტის ფარგლებში გაიმართა თემატური ვორქშოფების პირველი სერია, რომელიც გარე დაინტერესებული მხარეებისთვის, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისა და სახელმწიფო ტურიზმის მიმართულების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა.

ვორქშოფების მიზანი იყო მონაწილეებისთვის თანამედროვე ტურიზმის სფეროში არსებული ტენდენციების, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და პრაქტიკული მართვის ინსტრუმენტების გაცნობა, ასევე აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

ტრენინგები მოიცავდა შემდეგ თემებს:

  • მდგრადობა ტურიზმის ინდუსტრიაში;
  • მდგრადობა და ტურიზმის გავლენები;
  • დანიშნულების ადგილის მართვა (Destination Management, Destination Governance);
  • კანვას ბიზნეს მოდელი (Business Model Canvas – BMC);
  • ტრენდები და მომხმარებელთა ქცევის ცვლილება ტურიზმში.

ვორქშოფებს უძღვებოდნენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თენგიზ სიმაშვილი და ასოცირებული პროფესორი თამარ თამარაშვილი.

შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი ტურიზმის თანამედროვე მიდგომებს, ტურისტული დანიშნულების ადგილების ეფექტიან მართვას, ბიზნეს მოდელების პრაქტიკულ გამოყენებასა და მომხმარებელთა ქცევის ცვლილებების გავლენას ტურიზმის ინდუსტრიაზე. ტრენინგები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რაც მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევდა, აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიებში, გაეზიარებინათ საკუთარი გამოცდილება და განეხილათ ტურიზმის სფეროში არსებული გამოწვევები.

ვორქშოფებმა მონაწილეთა მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართული განხილვებში, დასვეს არაერთი პრაქტიკული კითხვა და დადებითად შეაფასეს ტრენინგების შინაარსი, თემების აქტუალობა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობა. მონაწილეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მსგავსი ფორმატის პროფესიული განვითარების ღონისძიებების გაგრძელების მნიშვნელობა, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტსა და ტურიზმის სექტორს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 34
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.