იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თესაუს წარმომადგენლები იტალიაში იმყოფებოდნენ

8- 12 ივნისს თესაუს წარმომადგენლებმა, Erasmus+ პროგრამის პერსონალის მობილობის ფარგლებში, იტალიის ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia, ვიტერბო) მიერ ორგანიზებულ პერსონალის მე-7 საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა.

ინოვაციებისა და აკადემიური თანამშრომლობისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კვირეულზე სხვადასხვა უნივერსიტეტის 200-ზე მეტი პერსონალი ჩავიდა.

უნივერსიტეტის დელეგაციას ტუშას უნივერსიტეტში წარმოადგენდნენ: ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი სოლომონ რამაზაშვილი; უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი სალომე თათულიშვილი; განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოც, პროფესორი ეკატერინე ნახუცრიშვილი; აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ასოც. პროფესორი ნინო კახაშვილი; ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი თენგიზ კუკუნაშვილი და ასოც. პროფესორი ელენე ძამიაშვილი.

კვირეულის მთავარ საკითხებად ხელოვნური ინტელექტი, ინკლუზია და მდგრადობა უმაღლეს განათლებაში განისაზღვრა.

თემატური პრეზენტაციებისა და დისკუსიების ფარგლებში მონაწილეებმა აღნიშნულ მიმართულებებთან დაკავშირებულ თანამედროვე გამოწვევებზე, შესაძლებლობებსა და წარმატებულ პრაქტიკებზე იმსჯელეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 37
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.