2026 წლის 15 ივლისს, თელავის ფერმერთა მომსახურების ცენტრში, შპს “აგროსერვისში” ფერმერებისთვის ჩატარდა სემინარი თემაზე “სურსათის მიწოდების ჯაჭვები”.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა ინფორმაციის გაზიარება საოჯახო მეურნეობების გაძლიერებისა და ბიზნესის გაუმჯობესების შესახებ სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში (SFSC) ინტეგრაციის გზით.
პროექტის შინაარსის, წევრების და შედეგების შესახებ ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა ისაუბრა.
პროექტის ექსპერტმა ლევან შავაძემ ფერმერებს საქართველოში ჩატარებული სიტუაციური ანალიზის შედეგები გააცნო.
პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის “წარმატების სტრატეგიები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: შემთხვევების ანალიზი პოლონეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან” შესახებ ისაუბრა ინტერნაციონალიზაციის კოორდინატორმა, მაკა კოჭაურმა, რომელმაც წიგნი ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა. მან ფერმერებს წარუდგინა ცენტრალული ევროპის საოჯახო მეურნეობების საუკეთესო პრაქტიკები და კანვას ბიზნეს მოდელი, რომელიც აქტიურად გამოიყენება ევროპის ბევრ ქვეყანაში ბიზნესის დაგეგმის პროცესში, რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციის, შემოსავლისა და მოგების სტაბილური წყაროების უზრუნველყოფის მიზნით.
საკითხის ირგვლივ გაიმართა დისკუსია. ფერმერებმა ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც აქტიურად დგას პროდუქციის რეალიზაციისა და ზოგადად, პოპულარიზაციის კუთხით. მათ ასევე იმსჯელეს ამინდის პირობებით გამოწვეულ რისკებსა და საფრთხეებზე.
ღონისძიება ორგანიზებულია Visegrad+-ის მიერ დაფინანსებული პროექტის „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვებში: გამოცდილების ტრანსფერი ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ ფარგლებში.
პროექტის კოორდინირია მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში (ჩეხეთი).






