იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში PROVE პროექტის ფარგლებში 12-საათიანი ტრენინგი „დილემებით სწავლება“ ჩატარდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROVE პროექტის ფარგლებში, პროფესორ-მასწავლებლებისთვის ჩატარდა 12-საათიანი ტრენინგ-კურსი სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში — „დილემებით სწავლება.

ტრენინგი გაიმართადა 3 ივლისს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში და ორი დღის განმავლობაში ჯამში 12 საათს მოიცავდა.

ტრენინგის მიზანი იყო უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობა და ისეთი ეფექტური სასწავლო პრაქტიკების გაცნობა, რომლებიც სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეთიკური მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ დილემებზე დაფუძნებული სწავლების თეორიულ საფუძვლებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და აღნიშნული მიდგომის სასწავლო კურსებში ინტეგრირების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეალური და სიმულირებული რთული სიტუაციების განხილვას, როგორც სტუდენტების აქტიური ჩართულობის, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობისა და რეფლექსიის განვითარების ეფექტურ საშუალებას.

ტრენინგის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიას, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებასა და ცოდნის კონსტრუირებას. მონაწილეებმა პრაქტიკული აქტივობების საშუალებით განიხილეს VaKE-ის გამოყენების შესაძლებლობები სხვადასხვა აკადემიურ დისციპლინაში და იმუშავეს კონკრეტულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების კრიტიკული აზროვნების, ეთიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას.

ტრენინგი ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მოიცავდა აქტიურ დისკუსიებს, პრაქტიკულ დავალებებს, ჯგუფურ მუშაობასა და გამოცდილების გაზიარებას. მონაწილეებმა მაღალი ინტერესი და ჩართულობა გამოავლინეს და შეხვედრების დასრულებისას აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის პრაქტიკული და ინტერაქტიული ტრენინგების გაგრძელება მათთვის მნიშვნელოვანი და სასურველია.

აღნიშნული ტრენინგი ხელს უწყობს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრაქტიკის გაძლიერებას და პროფესორ-მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას.

პროექტის კოორდინატორი თელავის სეხლმწიფო უნივერსიტეტია.

 
მნახველთა რაოდენობა: 46
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.