უნივერსიტეტის რექტორმა შალვა ჭკადუამ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაზე ესაუბრა.
ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე.
კახეთის გუბერნატორმა პირველკურსელებთან სტუდენტურ ცხოვრებაზე, განათლების მნიშვნელობასა და პროფესიული განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
წელს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სამასზე მეტი პირველკურსელი ჰყავს.








