იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
გერმანელი სტუმრები თესაუში

ზაარლანდის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ვილი ჰაუზერი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

პროფესორ ვილი ჰაუზერს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრა.

განსაკუთრებული ყურადღება აკადემიური გამოცდილების გაზიარების საკითხებს დაეთმო.

გერმანელ სტუდენტებს ქვევრის ღვინის შესახებ პრეზენტაცია "შუხმან ვაინს ჯორჯიას" წარმომადგენელმა, უნივერსიტეტის მოწვეულმა დოქტორმა, როლანდ ბურდიაშვილმა წარუდგინა.

სტუმრებს უნივერსიტეტის ღვინის მარანი აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, ლევან შავაძემ დაათვალიერებინა.

შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ქეთევან ქოქრაშვილი ესწრებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 128
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.