იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
რუმინელი სტუმრები თესაუში

19- 23 ოქტომბერს  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რუმინეთის ქალაქ კლუჟ- ნაპოკას არგარულ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრობდა.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები შეხვდენენ აგრარულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, ლევან შავაძეს და აკადემიურ პერსონალს, ისაუბრეს არსებული ურთიერთობების გაღრმავებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

სტუმრები ასევე შეხვდნენ ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს და ერთმანეთს გაუზიარეს ერთობლივი პროექტების იდეები.

გაიმართა დელეგაციის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან, რომლის ფარგლებშიც თესაუს სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ინფორმაცია მიეღოთ არგარულ მეცნიერებათა და ვეტერინარული მედიცინის უნივერსიტეტის და პროგრამების შესახებ, რასაც უნივერსიტეტები ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ.

თესაუს ასოცირებულმა პროფესორმა ლალი ელანიძემ, სტუმრებს ქართული ხორბალი და პურის გამოცხობის ტექნოლოგია გააცნო. 

 
მნახველთა რაოდენობა: 26
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.