იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მხარდაჭერას აგრძელებს.

ფონდის წარმომადგენლები, ზურაბ კერვალიშვილი და მაიკო ჩიტაშვილი უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

ფონდის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს უნივერსიტეტის რექტორთან შალვა ჭკადუასთან, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელთან, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის წარმომადგენლებსა და სტუდენტებთან.

კანდიდატმა სტუდენტებმა ფონდის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ აღნიშნული სტიპენდია არა მხოლოდ ფინანსური დახმარება, არამედ სწავლისა და პროფესიული განვითარების დამატებითი მოტივაციაა.

შეხვედრის ფარგლებში, უნივერსიტეტის რექტორმა და ფონდის ხელმძღვანელმა სასტიპენდიო ხელშეკრულების გაგრძელების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

თავის მხრივ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა უნივერსიტეტის სახელით, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდს, სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის, განათლების სფეროში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისათვის მადლობის სიგელი გადასცა.

გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი მრავალი წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს და განსაკუთრებული აკადემიური მოსწრების მქონე ახალგაზრდებს სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში აფინანსებს.

მიმდინარე წლიდან ფონდის მიერ დაწესებული სტიპენდიის ოდენობა გაიზარდა და 200 ლარი შეადგინა, რაც სტუდენტთა მხარდაჭერისა და წახალისებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

 
მნახველთა რაოდენობა: 22