იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ინგლისური ენის უფასო კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის

12 ოქტომბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის უცხო ენებისა და ლიტერატურის დეპარტამენტის ასისტენტი ია კევლიშვილი და ფულბრაიტის პროგრამის მონაწილე, სარა გალაგერი, თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-12 კლასებს მოსწავლეებს შეხვდნენ. გასაუბრების საფუძველზე დაკომპლექტდა სასწავლო ჯგუფები.
სასწავლო კურსი, რომელიც თესაუ-ში ამოქმედდა, მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ინგლისური ენა წერის უნარ-ჩვევების ამაღლება-განვითარებას, რაც მათ ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენის წარმატებით ჩაბარებაში დაეხმარებათ.
აღნიშნული უფასო კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე. მომდევნო სასწავლო კურსი 2016 წლის თებერვალში დაიწყება, რათა ინგლისური ენის შესწავლის შესაძლებლობა სხვა მსურველებსაც მიეცეთ.

 
მნახველთა რაოდენობა: 9405