იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
დოქტორანტ თამარ შიუკაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  იაკობ გებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ თამარ შიუკაშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

  2016 წლის 14 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ თამარ შიუკაშვილის სადისერტაციო ნაშრომი -,,ქართული და ინგლისური ხალხური ზღაპრების ტიპოლოგიური შედარება-შეპირისპირება“ - განიხილა. სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი  ნუნუ გელდიაშვილი, პროფესორი მანანა ღარიბაშვილი).

  სადისერტაციო ნაშრომის  მიზანია ქართული და ინგლისური ხალხური ზღაპრების ტიპოლოგიური შედარება - შეპირისპირება. კვლევის მიზნიდან გამომდინარე, ძირითად ამოცანას  იზომორფიზმებისა და ალომორფიზმების დადგენა და ამის საფუძველზე, გარკვეული უნივერსალიების გამოვლენა წარმოადგენს. ამისათვის ნაშრომში გაანალიზებულია ისეთი საკითხები, როგორიცაა ხალხური ზღაპრების სტრუქტურული და სემანტიკური მიმართებანი.                               

 
მნახველთა რაოდენობა: 9239