იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
დოქტორანტ ნინო ანთაძეს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ, განათლების მეცნიერებების  მიმართულების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტს ნინო ანთაძეს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი  მიანიჭა.

  2016 წლის 15 ივლისს, სადისერტაციო საბჭომ დოქტორანტ ნინო ანთაძის სადისერტაციო ნაშრომი ,,ტექსტის სახეობათა ლინგვოკულტუროლოგიური შეპირისპირება და მათი სწავლების თავისებურებები სტუდენტური სამოტივაციო წერილის მაგალითზე“- განიხილა. (სამეცნიერო ხელმძღვანელი -ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეკატერინე შავერდაშვილი).

  სამეცნიერო ნაშრომში ჩატარებული კვლევები მიზნად ისახავდა: ა) ცდომილებების დადგენას, რომელსაც ადგილი აქვს ქართველი სტუდენტების მიერ სტუდენტური სამოტივაციო წერილის შედგენისას და რომლებიც წერითი და ინტერკულტურული კომპეტენციების  ნაკლებობითაა განპირობებული. ბ) ცდომილებების შედარებას გერმანულ სტანდარტებთან გერმანელი სტუდენტების მიერ დაწერილი სტუდენტური სამოტივაციო წერილის მაგალითზე გ) ამ გზით ქართულ რეალობაზე მორგებული ახალი ტექსტის  ფორმატის დადგენას.

 
მნახველთა რაოდენობა: 8351