იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ხათუნა ჭიჭილეიშვილს გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

    იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭომ   2016 წლის  29 სექტემბერს  ხათუნა ჭიჭილეიშვილის სადისერტაციო  ნაშრომი განიხილა.

    ნაშრომის თემაა ,, თანამედროვე გლობალური დათბობა და მისი გავლენა აჭარის ზღვისპირეთის კლიმატზე და ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ რეჟიმზე“ (სამეცნიერო ხელმძღვანელები:  გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი და გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი საშა ხორავა).

    ნაშრომის მიზანია აჭარის ზღვისპირეთის  კლიმატზე და ზღვის ჰიდრომეტეოროლოგიურ რეჟიმზე თანამედროვე გლობალური დათბობის გავლენის  შეფასება.

   სადისერტაციო საბჭომ  ხათუნა ჭიჭილეიშვილს  გეოგრაფიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიანიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7986