იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუ საერთაშორისო ურთიერთობებს აფართოებს

  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიადაგის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის ლაბორატორიით ჩინეთის საპორტო  ქალაქ იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემია დაინტერესდა.

  ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის ესპანეთში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი.  12-14 თებერვალს ირმა შიოშვილი  სანტიაგო დე კამპოსტელას უნივერსიტეტში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, იმყოფებოდა. პროექტის მიზანი  უნივერსტეტებსა და სხვადასხვა საწარმოებს შორის,  დამწყები ორგანიზაციების მეშვეობით, თანამშრომლობის განვითარებაა. ევროკომისიის ინიციატივით, პროექტში ევროპისა და აზიის რამდენიმე ქვეყანა მონაწილეობს და ის 2019 წელს   დასრულდება.

  უახლოეს მომავალში იანტაის აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, ორმხრივი თანამშრომლობის ჩამოყალიბებისათვის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 8488