იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
გურამ სამადაშვილს დოქტორის ხარისხი მიენიჭა

25 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
სხდომაზე დოქტორანტ გურამ სამადაშვილის სადისერტაციო ნაშრომის -,,კახეთის რეგიონში ვაზის ჯიშების გავრცელებისა და მისი ეკონომიკური პოტენციალის საინფორმაციო მონაცემთა ბაზის პროექტირება-საჯარო დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პედაგოგიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გურამ ჩაჩანიძე).
კვლევის მიზანია კახეთის რეგიონში ვაზის ჯიშების გავრცელების, მისი ეკონომიკური პოტენციალის შესწავლის და მეცნიერულ-პრაქტიკული პრობლემების გაანალიზების საფუძველზე შესაბამისი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის პროექტირება.
კვლევის ამოცანების, ნაშრომის პრაქტიკული მნიშვნელობის, მეცნიერული სიახლის და სხვა საკითხების შესახებ გამოთქმული მოსაზრებების შემდეგ სადისერტაციო საბჭომ გურამ სამადაშვილს დოქტორის ხარისხი მიანიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 9115