იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ია რჩეულიშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

    22  ივნისს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა  ფაკულტეტის   სადისერტაციო  საბჭოს  სხდომაზე,  ჩატარდა  ტიპოლოგიური ლინგვისტიკის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტ  ია რჩეულიშვილის  სადისერტაციო  ნაშრომის  დაცვა  თემაზე-  ,,შედარების ენობრივი ექსპრესიის მოდელები სხვადასხვა სისტემის ენებში “  (სამეცნიერო ხელმძღვანელები:  პროფესორი  ნუნუ გელდიაშვილი და პროფესორი  მანანა ღარიბაშვილი).
    სადისერტაციო ნაშრომი მიზნად ისახავს შედარების, როგორც ტროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახის, ფუნქციის განსაზღვრას სხვადასხვა სისტემის ენებში, კერძოდ, ქართულსა და ინგლისურში. აგრეთვე, შედარების გადმოცემის გრამატიკული საშუალებების ანალიზს და თარგმანზე დაყრდნობით, ტიპოლოგიური 8 ურთიერთმიმართებების გამოვლენა/დადგენას, ენობრივი ექსპრესიის მოდელების შექმნას.
   ია რჩეულიშვილს ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 8706