იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
,,თელავი xx საუკუნის დასაწყისში”

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა, 2 დეკემბერს გამართა ლექცია- პრეზენტაცია თემაზე-,,თელავი xx საუკუნის დასაწყისში” (რევოლუცია და პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი ტერორისტები და სტალინი ახლად მოძიებული საარქივო დოკუმენტების ფონზე).
პროფესორმა ,,თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ შეკრებილ საზოგადოებას, თესაუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს ის საარქივო დოკუმენტები გააცნო, რომლებიც თელავის ისტორიულ მოვლენებს, ნაგებობებს, ქალაქის სამაზრო აგებულებას, მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებას , სოფლის მეურნეობას და სხვა მნიშვნელოვან მასალებს მოიცავს. ფოტომასალაში დაბალი, საშუალო და მაღალი ფენების ცხოვრების ეპიზოდები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების საქმიანობაცაა ასახული.

 
მნახველთა რაოდენობა: 10062