იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუ-ს სტუდენტები ფრენბურთის რეგიონული ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ

     24 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაიმართა  ცნობილი თელაველი ფრენბურთელის, ზალიკო მაისურაძის, სახელობის ვაჟთა რეგიონული ტურნირი ფრენბურთში.

      შეჯიბრში მონაწილეობას თესაუ-ს, დედოფლისწყაროს, გურჯაანის და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯლის გუნდები იღებდნენ.

      ფინალში ერთმანეთს  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  და დედოფლისწყაროს  ფრენბურთელები დაუპირისპირდნენ.  საბოლოოდ,  გამარჯვება  თესაუ-ს სტუდენტებმა მოიპოვეს, რომლებსაც თასი და სიგელები გადაეცათ.

     ტურნირი, რომელიც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა, ტრადიციულ სახეს მიიღებს და ყოველ წელს გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 7980