იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუში საჯარო ლექციას ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის გენერალური მდივანი ჩაატარებს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის, სამართლის დოქტორი ავსტრიიდან, ანდრეას კიფერი საჯარო ლექციას ჩაატარებს.

ანდრეას კიფერი სწავლობდა ზალცბურგის და ლინცის სამართლისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებში, აქვს სამართლის დოქტორის ხარისხი, თავისუფლად ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს.

კერძო სექტორში მუშაობის შემდეგ, მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობები ავსტრიის რეგიონულ მთავრობასა და ევროსაბჭოში.

ლექცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგება 5 ივლისს , 15 საათზე.

 
მნახველთა რაოდენობა: 3656