იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
კონკურსი მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტის მოსაპოვებლად

შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა მაგისტრანტთა სასწავლო -კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების 2016 წლის კონკურის გამოაცხადა. კონკურსის მიზანია მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული მაგისტრანტების სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევების ხარისხის გაზრდის, აკადემიური დონის ამაღლებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა; ასევე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის გაუმჯობესების, სწავლის პროცესში კვლევის ინტეგრაციისა და თემატური ან ინტერდისციპლინური მიმართულებით კვლევითი აქტივობის განვითარების ხელშეწყობა. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფონდის ვებგვერდზე: rustaveli.org.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 18389