იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები გამოცხადდა.
არჩევნებში მონაწილე კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 31.10.2015- ის 09:00 საათიდან 09.11.2015-ის 17:00 საათამდე (I სართული, თვითმმართველობის ოთახი).
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისთვის კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინოს:

ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი, ან პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის 1/5 -ის ხელმოწერა;
დ)საარჩევნო პროგრამა.

საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ თვითმმართველობის ოთახს.

 
მნახველთა რაოდენობა: 18338