სლოვაკეთის რესპუბლიკა 2025-2026 სასწავლო წლისათვის აცხადებს ეროვნულ სტიპენდიებს.
განაცხადის წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს, დოქტორანტებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, მკვლევრებსა და ხელოვანებს.
სტუდენტებსა და დოქტორანტებს შეუძლიათ განაცხადი გააკეთონ მგზავრობის დაფინანსების მოთხოვნაზე.
უცხოელი აპლიკანტების მიერ განაცხადები ივსება ონლაინ შემდეგ ვებ-გვერდზე: www.scholarships.sk. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად აპლიკანტებს (სტუდენტებსა და დოქტორანტებს), შეუძლიათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით დაუკავშირდნენ პროგრამის ადმინისტრატორს, სილვია ლიპოვსკას (ელ-ფოსტა: nsp-foreign2@saia.sk), ხოლო უნივერსიტეტის ლექტორებსა და მკვლევრებს - სტიპენდიათა ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, ონდრეი არადსკის (ელ-ფოსტა: nspforeign@saia.sk).
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ვებ-გვერდებზე:www.scholarships.sk