იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
“ევროსტუდენტი 9”იწყება!

"ევროსტუდენტი" საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტების უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობას, სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობას, სწავლისა და საცხოვრებელ პირობებს, საერთაშორისო მობილობასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს ევროპის 30-მდე ქვეყანაში აფასებს.

"ევროსტუდენტის" კვლევის მონაცემების საფუძველზე ქვეყნები უკეთ გეგმავენ ადგილობრივი და უცხოელი სტუდენტების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის პოლიტიკას და პროგრამებს.

2025 წელს კვლევაში მონაწილე სტუდენტების წახალისების მიზნით, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი გათამაშებას გეგმავს. გათამაშების ფარგლებში კვლევის მონაწილეთაგან შემთხვევითი პრინციპით შერჩეული 15 სტუდენტი ტექნიკის 500 ლარიან ვაუჩერს მიიღებს.

კვლევაში მონაწილეობას სტუდენტები 15 აპრილიდან ელექტრონულად შეძლებენ.

ევროსტუდენტი ტრანსნაციონალური სამეცნიერო კვლევითი პროექტია.

საქართველო კვლევაში 2014 წლიდან მონაწილეობს.

დამატებითი ინფორმაცია ევროსტუდენტის საერთაშორისო კვლევის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://www.eurostudent.eu/

კითხვებით დაუკავშირდით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: eurostudent@ncer.gov.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 247