გერმანიის იადეს უნივერსიტეტი, ტურიზმის და ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობის I, II და III კურსის სტუდენტებისათვის აცხადებს კონკურსს სტიპენდიის მოსაპოვებლად.
მობილობა იადეს უნივერსიტეტში 2025 წლის ივლისის ბოლოს დაიწყება და 2 თვის მანძილზე, 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მობილობის ორთვიანი პროგრამა მოიცავს გერმანული ენის და ინტერკულტურული კომუნიკაციის ინტენსიურ კურსებს, ასევე პრაქტიკას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი(minor) სპეციალობის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა თესაუს ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურში, ოთახი N303, უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ნიშნების ფურცელი; CV და სამოტივაციო წერილი.
კონკურსანტისათვის სასურველია გერმანული ენის საბაზისო დონეზე ცოდნა.
საბუთების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 6 მაისი.
გასაუბრება კონკურსის მონაწილეებთან ჩატარდება 2025 წლის 7 მაისს, 11 საათზე.